LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაში ადელს ჰიპნოზიორი დაეხმარა

66

სიგარეტისთვის რომ თავი დაენებებინა, ადელმა დახმარებისთვის ცნობილ ჰიპნოზიორს მიმართა. მომღერალს ხშირად ხედავდნენ სიგარეტით ხელში. მისი თქმით, დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა.

ადელი 5 წლის მანძილზე ებრძოდა მავნე ჩვევას, მოწევა ჯანმრთელობის გარდა მის ხმაზეც ცუდად აისახებოდა. ამის მიუხედავად, მომღერალმა ვერ შეძლო სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა. პოპ-ვარსკვლავმა აღიარა, რომ დასახმარებლად ცნობილ ჰიპნოზიორს მაკს კირსტენს მიმართა. სამ საათიანი სეანსის შემდეგ ადელმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება.
კირსტენი ადელის გარდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ევან მაკგრეგორს, რომ ჰარდისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონსაც კი დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g