LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „უსახელო ვარსკვლავი“ გაიხსნა – რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში

460
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

1 ივნისს, სიღნაღში „სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2025“ გაიხსნა. ფესტივალი მესამე წელია ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო თეატრების წახალისება-მხარდაჭერა.

მათი ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ქალაქ სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა. სასტუმრო „კაბადონში“ გამართული პრესკონფერენციაზე სიღნაღის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატმა გიორგი ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბა ასლამაზაშვილმა 2025 წლის პროგრამასა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რის შემდეგაც ღონისძიებამ ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახალხო თეატრის სპექტაკლით „უსახელო ვარსკვლავი“ აიღო სტარტი.

2025 წელი წინა წლებთან შედარებით ფესტივალისთვის უფრო მასშტაბურია, კონკურსში 8 ქართული და 4 უცხოური თეატრი მიიღებს მონაწილეობას. ქართულ თეატრალურ დასებთან ერთად სცენაზე ვიხილავთ თურქეთის, რუმინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აზერბაიჯანის სამოყვარულო თეატრებს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები: მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობაში, სცენურ მოძრაობაში, მუსიკაში და სხვ. წელს პირველად ფესტივალზე გაიმართება ფილმის ჩვენება –  „ეიმუნტას ნეკროშუსი – ჰორიზონტის გადაწევა“, სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ასახულია ცნობილი რეჟისორის ნეკროშუსის მიერ დადგმული პუშკინის „ბორის გოდუნოვის“ რეპეტიციები.

ფესტივალი 8 ივნისს საზეიმოდ დაიხურება. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური  I, II და III ადგილებზე გასულ სპექტაკლებს გამოავლენს. გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემიები 20 000, 15 000 და 10 000 ლარი გადაეცემათ, რომელსაც თეატრის საჭიროებისათვის გამოიყენებენ.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მესამე წელია კულტურის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

2 ივნისი

12:00 სთ. სემინარი – „დრამატული თეატრი / სახალხო თეატრი”

სემინარს წარუძღვებიან თეატრმცოდნეები მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

15:00 სთ. სპექტაკლი „იცეკვე, დამძიმდა ფრთები“,

საქართველო, თეატრი „არტ დრონი“.

20:00 სთ სპექტაკლი “მოსასხამი“

თურქეთი, თეატრი „ლიბრა“.

3 ივნისი

12:00 სთ. მასტერკლასი „სასცენო მეტყველება”.

სემინარს წარუძღვება მანანა ბერიკაშვილი.

15:00 სთ. სპექტაკლი „ტრიო სტუმარი“

არაბთა გაერთიანებული საამიროები, „დასი ბასირა“.

20:00 სთ სპექტაკლი  „ზოოპარკის ამბავი“

აზერბაიჯანი, „თეატრი ერა“

4ივნისი

12:00 სთ. მასტერკლასი „მცირე ფორმების თეატრი“

მასტერკლასს ჩაატარებს ნიკოლოზ საბაშვილი.

15:00სთ სპექტაკლი „ნიკო“

საქართველო, გურჯანიის თეატრი. 

20:00სთ სპექტაკლი „ლუშნუ“

საქართველო, მესტიის თეატრი.

5 ივნისი

12:00 მასტერკლასი – „მუსიკა თეატრში“

მასტერკლასს ჩაატარებს ანდრო ნიკოლაძე.

15:00 სთ სპექტაკლი „ვარშავის მელოდია“

რუმინეთი, თეატრი „Atelierul Reაct“ .

20:00 სთ სპექტაკლი „შერეკილები“

საქართველომ, საჩხერის თეატრი.

6 ივნისი

12:00 მასტერკლასი „სასარგებლო რჩევები დამწყები მსახიობებისთვის”

მასტერკლასს წარუძღვება ავთო ვარსიმაშვილი.

15:00 სთ. სპექტაკლი „ემიგრანტები“

საქართველო, ვანის თეატრი.

20:00 სთ. „სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია“

საქართველო, თეატრი „მოდინახე“.

7ივნისი

12:00 სთ. მასტერკლასი „შეგრძნებადობის ქორეოგრაფია“

მასტერკლასს წარუძღვება ლაშა რობაქიძე

15:00 სთ. სპექტაკლი „ასული“.

საქართველო, თეატრი „ანარეკლი“.

20:00 სთ. დოკუმენტური ფილმის ჩვენება

 „ეიმუნტას ნეკროშუსი – ჰორიზონტის გადაწევა“

8 ივნისი

ფესტივალის დახურვა – გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g