სიღნაღში, სანადირო თოფიდან გასროლილ ბრმა ტყვიას შუახნის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქედელის დასახლებაში მდებარე აგარაკზე მოხდა, გარდაცვლილი კი 52 წლის ასაკის მამაკაცია.
გავრცელებული ცნობითვე, მასპინძელი სტუმრებისთვის სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, რა დროსაც ტყვია მის მეგობარს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა დაზიანება გულ-მკერდის არეში მიიღო და ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.