სიღნაღში, ხევის გაწმენითი სამუშაოების შესრულებისას მძიმედ დაშავდა 35 წლამდე მამაკაცი. მას მომტვრეული აქვს ორივე ქვედა კიდური და სახის არეში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. ადგილობრივების ცნობით, დაშავებულს ამწე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით კი, პაციენტის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ საჭირო გახდა მისი სასწრაფო გადაყვანა თბილისში.
შემთხვევა დღეს დილის საათებში, სოფელ ანაგაში მოხდა, სადაც რამდენიმე თვეა ხევის გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ლაგოდეხის რაიონიდანაა.