თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები ეხმიანებიან და მოითხოვენ,ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცროს საგზაო წესები.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ „ბე ემ ვეს“ ტიპის ავტომანქანა ჯერ გაჩერების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი დედას და 11 წლის შვილს. გოგონა გარდაიცვალა, დედა საავადმყოფოში მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.