LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიკვდილის სურვილი ახლახან, ნოას დაბადების შემდეგ დავამარცხე” – ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალებაზე

959
BeFunky-collage - 2022-11-09T231847.239

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და საკუთარ განცდებზე ჰყვება.

როგორც ნელი აღნიშნავს, სიკვდილის სურვილი ახლახან, ნოას დაბადების შემდეგ დაამარცხა.

“ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვებრძოდი სიკვდილის სურვილს. ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო წასული და როდესაც ველოდებოდით, არ ჩამოვიდა. არ ვიცოდით, რატომ. ვიფიქრე, რომ გაისეირნა. დავიწყე რეკვა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ისევ ფიქსირდება. საბოლოოდ გავაღეთ კარები და აღმოჩნდა, რომ არ გვპასუხობს. ბოლომდე არ მჯეროდა და ექიმს ვითხოვდი.

როდესაც ვაცმევდი, მეგობარს ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინე. მოკლედ, მეგონა, რომ თუ ძალიან ვთხოვდი დაბრუნებას, დაბრუნდებოდა. ჩემი სურვილი იყო, როგორმე მომეხერხებინა და მეც აღმოვჩენილიყავი მასთან ერთად კუბოში. დარჩენა არ მინდოდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი. ამ სამყაროსთან არაფერი აღარ მაკავშირებდა.

როდესაც იღვიძებ, ერთი წამით არ გახსოვს, რა ჯოჯოხეთში ხარ. სიკვდილის სურვილი ახლახან დავამარცხე, როდესაც ნოა დაიბადა. როდესაც სულ ფსკერზე ჩავედი, სწორედ მაშინ გავთავისუფლდი. მადლიერება ყველაფერს შველის. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მიყვარხარ, მიყვარხარ და ის მპასუხობდა: მადლობა. ბოლომდე დღესაც ვერ ვაცნობიერებ. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი დავინახეთ, მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავდა ერთობა”, – საუბრობს ნელი აგირბა.

ამავე თემაზე:

ნელი აგირბა: „ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს… განდეგილი ბერივით ვიმუშავე საკუთარ თავზე…“

ნელი აგირბა: „მუდმივად ვცდილობდი, ბედნიერი ოჯახი შემექმნა. ამ პროცესში ვენესუელურ სერიალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება…“

ნელი აგირბა: „მამაკაცებისთვის დევნა არასდროს დამიწყია…“

ნელი აგირბა: „ძალიან მინდა, ვიყო სოფლელი, დიდი ხანია ეს სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ მყოფნის გამბედაობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g