LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი აგირბა: „ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს… განდეგილი ბერივით ვიმუშავე საკუთარ თავზე…“

356
ნელი აგირბა

ნელი აგირბა „ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბოლო ორი წელია, სიმშვიდეს მიაღწია და პირად ურთიერთობებში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ ამოძრავებს:

„მივაღწიე სიმშვიდეს, რაც სიახლეა ჩემთვის. ორი წელია, მშვიდად ვარ. არ ვეძებ ურთიერთობებს. სიმშვიდე მარტო ყოფნაში ბევრად მარტივია, ვიდრე ურთიერთობაში. ამ დროის განმავლობაში განდეგილი ბერივით ვიმუშავე საკუთარ თავზე (იცინის).

სიახლე არის ის, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს. მარტო დარჩენის შიში მქონდა, იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიყვარული არ ვიცოდი. მეგონა, მიყვარდა საკუთარი თავი, თუმცა აღმოჩნდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე. რაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ მჭირდება გარედან იმის დადასტურება, რომ ღირებული ვარ და არც ურთიერთობებს ვიწყებ ვიღაცის გადასარჩენად…“

ნელი აგირბა: „მუდმივად ვცდილობდი, ბედნიერი ოჯახი შემექმნა. ამ პროცესში ვენესუელურ სერიალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება…“

ნელი აგირბა: „მამაკაცებისთვის დევნა არასდროს დამიწყია…“

ნელი აგირბა: „ძალიან მინდა, ვიყო სოფლელი, დიდი ხანია ეს სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ მყოფნის გამბედაობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g