LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს, სილამაზეს ბევრი ფული სჭირდება!“ – კარლ ლაგერფელდის ცნობილი გამონათქვამები

22966
კარლ ლაგერფელდი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ 1960-იანი წლების მოდური ტრენდის – მინი კაბის ავტორი სწორედ კარლ ლაგერფელდია, განუმეორებელი სტილი –  უკან შეკრული თეთრი თმა, მუქი სათვალე, ხელთათმანი და ვიწრო კოსტუმი კი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა, 1976 წელს აქცია საკუთარ „სავიზიტო ბარათად“.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კარლ ლაგერფელდის  ცნობილ ფრაზებს:

მოდა – გემოვნების დიქტატურაა.

სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს, სილამაზეს ბევრი ფული სჭირდება!

მირჩევნია პიროვნების გაორება მქონდეს, ვიდრე საერთოდ „არ მქონდეს“ პიროვნება.

ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს. დაივიწყე ფული და ყველა ის ხაფანგი, რასაც საზოგადოება წარმატებად მიიჩნევს. აკეთე ის, რაც გაბედნიერებს, რადგან სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გეძლევა.

უგემოვნო ქალი ყველაზე მოდურ კაბაშიც უგემოვნო იქნება.

მარტოობა – ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ადამიანს უნდა ეშინოდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაიკარგება.

იყო ლამაზი და მოაწონო თავი ყველას – ძალიან ბრიყვული სურვილია. მთავარი რესპექტაბელურობაა, რომელიც სხვას შენი სამყაროს გაცნობის სურვილს გაუჩენს.

დიეტა – ერთადერთი თამაშია, სადაც გამარჯვებას უპირატესობის დაკარგვით მოიპოვებ.

ნურასდროს გაიღებ საკუთარ თავს მსხვერპლად სხვისთვის, რადგან ყოველთვის ბოლომდე დახარჯვით, სრულად დაიცლები და შენგან აღარაფერი დარჩება. დაზოგე ენერგია და მხოლოდ მათ გაუნაწილე საკუთარი თავი, ვისაც მართლა სჭირდები.

სპორტული ტანსაცმელი – მხოლოდ მარცხის მანიშნებელია, რადგან თუ სპორტულ სამოსს იძენ, ე.ი. საბოლოოდ კარგავ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.

ფოტოგრაფია – დაჭერილი წამია, რომელსაც ვერასდროს დააბრუნებ.

ყოველთვის თვითონ უნდა მოერგო სამყაროს, რადგან სამყაროს არაფერში სჭირდება შენთან მორგება.

თუ იმ დროს აკრიტიკებ, რომელშიც ცხოვრობ, ე.ი. შენი დრო გავიდა.

არ ღირს საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტად ბევრი ფიქრი, რადგან სინამდვილეში, ადამიანს ინტელექტი ალამაზებს, გამოცდილება კი, უფრო საინტერესოს ხდის.

შეგიძლია უყუროთ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში, მაგრამ ნურასდროს ატარებ ვარდისფერ სამოსს.

mazda magti 5g