როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები და რამდენი პროცენტით გაძვირდება მომსახურება – ამ თემებზე “ფორტუნა” სალონის “mclub ჭავჭავაძეზე” სტილისტი მირიან ტუზურიძე ესაუბრა.
თავდაპირველი რეგულაციები, რაც გაჟღერდა, წარმოუდგენელი იყო სალონური ბიზნესისთვის. სტილისტებმა სახლში ყოფნის პერიოდში შევქმენით ჯგუფი, სადაც განვიხილავდით მიმდინარე მოვლენებს და რა ვითარებაში მოგვიწევდა მუშაობა სამომავლოდ. სახელმწიფო სტრუქტურებს ვთხოვდით ჩვენც მიგვეღო რეგულაციებში მონაწილეობა. შედგა შეხვედრები, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი. ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად მისაღებია სალონური ბიზნესისთვის.
სალონის შესასვლელთან იქნება განთავდებული დეზობარიერი, რომელშიც რეგულარულად მოთავსდება სადეზინფექციო ხსნარი. მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. კარებში შემოსვლისთანავე ხელებს დავუმუშავებთ ხსნარით. მომხმარებელი იქნება წინასწარ ჩაწერილი და მომსახურება უნდა მოხდეს სალონში მისვლისთანავე, რადგან რეგულაციებით ლოდინის რეჟიმი სალონში დაუშვებელია. ანგარიშსწორება სასურველია მოხდეს ელექტრონულად. სტილისტს უნდა ეკეთოს პირბადე და ხელთათმანი, ადმინისტრატორს პირბადე ხელთათმანი და დამცავი ფარი, მანიკურის სპეციალისტს პირბადე, ხელთათმანი და ეცვას ერთჯერადი ხალათი.
რაც შეეხება ფასებს, სადისტრიბუციო ფასები გაზრდილია. ასევე, დოლარის კურსის ზრდასთან ერთად გაიზარდა ქირის საფასური და სალონებშიც შესაბამისად გარდაუვალია ფასების ზრდა. ვფიქრობ, ფასები 10-დან 20-% მდე გაიზრდება ყველა პროცედურებზე.