LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილქნეტის მიერ ჯეოსელის წილის 100%-ის შეძენის გამოკვლევაზე წარმოება დაიწყო

104

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100% -ის შეძენის წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნაზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „სილქნეტმა“ და შპს „ჯეოსელმა“, სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით, ერთობლივი განცხადებით მიმდინარე წლის 29 იანვარს მიმართეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტრანზაქციაში მონაწილე ორივე ეკონომიკური აგენტი ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს წარმოადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ, როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, 6 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კვლევის პროცესში კომისია ავტორიზებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვს. კომისიაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შემთხვევაში, კომპანიებისთვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია მაქსიმუმ სამი თვის ვადაში მიიღებს“, – ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკითხის ზეპირი მოსმენა 2018 წლის 6 მარტს, 15.00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g