LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა: პენიტენციური სამსახური

61
პენიტენციური სამსახური

„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავრცელებს.

რუსთავის ციხეში სასწრაფო დახმარება შევიდა

მათივე ცნობით, იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.

„განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები