დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი იქნება, რაც ქვეყნის და მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
თუმცა, როგორც გაირკვა, შედეგით ყველა არ არის გაოცებული.
„სიმფსონების“ 2000 წლის მარტში, 16 წლის წინ გასულ ეპიზოდში ტრამპის პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს. მულტფილმის გმირი, ბარტი მომავალში მოგზაურობს და აღმოაჩენს, რომ მისი და, ლისა აშშ-ს პირველი ქალი პრეზიდენტია. თანამშრომლებთან საუბრისას კი ლისა ამბობს, რომ მისი წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო და მისგან ფინანსურად მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ.
მწერალმა დენ გრინიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ამერიკისთვის გაფრთხილება იყო.