LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა აუცილებლად უნდა იყოს ჩემზე მორგებული, არ შეიძლება ყველა სიმღერა მოგიხდეს” – ლიკა დოლიძე პრემიერით გადაცემაში ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”

20
likadolidze

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები მომღერალი ლიკა დოლიძე სტუმრობდა ახალი სიმღერის ,,ეს დღე” პრემიერით.

სიმღერა მისი ბენდის ერთ-ერთ წევრს, დათო აზირაშვილს ეკუთვნის. ტექსტის ავტორი მანანა გურგენიძეა. ეს არის მისი პირველი საერთო სიმღერა, რომელიც ბენდთან და ზურა მახნიაშვილთან ერთად გაკეთდა.

როგორც ლიკა ამბობს, ბენდთან ერთად ემზადება ალბომის ჩასაწერად. ასევე გეგმავს კონცერტს, ბენდის წარდგენას, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო.

როგორ ხარ ლიკუნა?

მადლობთ კარგად , საღამომშვიდობისა. ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. ახალ სტუდიაში პირველად ვარ, ამიტომ კეთილი იყოს ჩემი ფეხი.

პანდემიის პერიოდში არ გაჩერებულხარ,  სულ შრომობ, როგორ ახერხებ ამას?

სირთულე დღემდეა, ვცდილობ და ვიცავ რეგულაციებს. დღესდღეობით ღმერთის წყალობით გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ და განვითარდეთ. როდესაც გაჩერებული ვიყავით, მაინც ვახერხებდი რეპეტიციებს, ახლის კეთებას და სიმღერების ჩაწერას.

იმ ვერსიებზე, რომლებიც შენი შექმნილია, მარტო მუშაობ თუ ბენდთან ერთად..

პირველ რიგში ძალიან დიდი სიყვარულით მინდა ჩემი ბენდის წევრები მოვიკითხო. ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევს მუშაობა. ყველა ერთად ვმუშაობთ, ბენდის ხელმძღვანელი ზურა მახნიაშვილია, რომელიც ჩვენს იდეებს ფუთავს და ამზადებს. სიმღერა აუცილებლად უნდა იყოს ჩემზე მორგებული, არ შეიძლება ყველა სიმღერა მოგიხდეს. ბევრი მამაკაცის შესასრულებელი სიმღერა მიმღერია, რომელიც მომხდენია. მაგალითად ”ჩიტო გვრიტო”, ”ჯანაია”. ბიჭები ჩემზე ბევრად გამოცდილნი არიან, ამიტომ მათ ვენდობი. ჩემი საქმე მხოლოდ სიმღერაა.

რომელ სიმღერას შეგვისრულებ ეთერში?

შეგისრულებთ რომა რცხილაძის, ყველასათვის ცნობილ სიმღერას ”ნოსტალგია”, რომელიც ძალიან მიყვარს. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა რომას, რომ პირადად დამრთო ნება მემღერა ასეთი ლამაზი სიმღერა.

გავიხსენოთ სიმღერის ”ჯანაია” ვერსია, რომელიც ჩვენთან დაპრემიერდა..

მთლიანად ლაივ ვერსიაა, არის ბენდის ჩანაწერი. ჩავწერეთ ”ლენო რექორდსში” გვაჯისთან, მადლობა მას ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის.

როგორც ვიცი უცხოური სიმღერების ვერსიებიც გაქვს..

ბენდში უცხოურ სიმღერებს არ ვასრულებ. რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა მას ჩემი და  სალომე დოლიძე ასრულებს. ის გარკვეული პერიოდი სახლშია პანდემიის გამო. ასევე მას ჰყავს პატარა, 4 წლის შვილი, რომელსაც მარტო ვერ ტოვებს. სამწუხაროდ ბაღებიც არ მუშაობს, რომ სამსახურს დაუბრუნდეს. ძალიან ოპტიმისტი ვარ. სულ ვამბობ, მთავარია იყოს მშვიდობა და ვიყოთ ჯანმრთელად.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ალბომის ჩაწერას ვაპირებ ბენდთან ერთად, გვერდში მიდგას და ძალიან მეხმარება მახო. კონცერტის გაკეთება გვინდოდა ჩემი დაბადების დღისთვის,  ბენდის წარდგენა, თუმცა პანდემიის გამო ამ ეტაპზე არაფერი არ კეთდება. ამიტომ სამომავლო გეგმებში გადაინაცვლა. ჩემი ბენდის წევრები, გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან, საკუთარ სიმღერებსაც ქმნიან. მომღერლისთვის ეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ერთ-ერთი ქმნილი სიმღერის პრემიერა სწორედ დღეს შედგება თქვენთან.

ახალი სიმღერის ”ეს დღე” პრემიერა..

ეს არაჩვეულებრივი სიმღერა ჩემი ბენდის წევრის, დათო აზირაშვილისაა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. თავიდან გახლდათ დუეტი, ვასრულებდით მე და სალომე. ორი წლის წინ დაიწყო მასზე მუშაობა და ჩაწერა. ჩაერთო ყველა, ზურაც, გადაკეთდა სიმღერა და ჩაიწერა ხელახლა. ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს, მადლობა მანჩოს.  ეს არის პირველი საერთო სიმღერა, რაც ბენდთან გაკეთდა, ვგულისხობ საკუთარს და ძალიან მიხარია, რომ დღეს დაპრემიერდება. ვაპირებთ კლიპის გადაღებას, გვაქვს გეგმები და ველოდებით რეგულაციების ცვლილებას.

 

ლიკა დოლიძე – ეს დღე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g