„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელმაც ახალი სიმღერის რადიოპრემიერა გამართა. მუსიკა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, არანჟირება კი ბორიკო შხიანმა გააკეთა. როგორც გირკვა, სიმღერა პირველ სიყვარულს ეძღვნება.
უახლოეს მომავალში მომღერალი, „ბრავო რექორდსთან” თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ალბომისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციას გეგმავს. ზაფხულში თურქეთში მიემგზავრება ფესტივალზე, შემდგომში კი ლაივ კონცერტის გამართვასაც აპირებს.
„ოქროს ხანაა ჩემს შემოქმედებაში, დიდი ხანი ველოდი ამ ყველაფერს” – ამბობს მომღერალი, რომელსაც ბავშვობაში თურმე მაუგლის ეძახდნენ, მილიარდერობის შემთხვევაში კი მოხუცთა თავშესაფრების გახსნას აპირებს.