რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემას „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” მსახიობი, მომღერალი და ერთ-ერთი ძალიან პოპულარული პროექტის „მხოლოდ ქართული“ გამორჩეული სახე გიორგი ცხადაძე ესტუმრა, რომელმაც ახალი სიმღერა ,,ვარდები” წარმოგვიდგინა.
როგორი იყო შენთვის თვითიზოლაციის სამი თვე?
პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა, მინდა გისურვოთ კარგი გადაცემა და ბევრი პრემიერა. რაც შეეხება თვითიზოლაციას, ჩემი დღის რუტინა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იყო, თუმცა, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან საინტერესო პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, რადგან სრულიად შეიცვალა ყველაფერი. ძალიან რთულია ასეთ პერიოდში ცხოვრება, თეატრი გაჩერებულია, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს… უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეს პერიოდი კარგი იყო იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში იმუშავეს საკუთარ თავზე. სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ პანდემიამდე იყო ჩაფიქრებული და ჩაწერილი, თქვენს ტალღაზეც უნდა გასულიყო და მომეტანა, თუმცა ამის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა ვირუსმა. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც ხელოვნების კუთხით, ბევრი პერფორმანსი, სპექტაკლი ნახა მაყურებელმა, ისეთი სპექტაკლები, რომელსაც ვერ ვნახავდით, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა. ვფიქრობ, რომ ხელოვნებაში ახალი ეპოქა იწყება და შესაბამისად ამ ახალ გამოწვევებში რთულია ახლის მოძებნა, რადგან მაყურერბელმა თითქოს ყველაფერი ნახა.

რუბრიკა კი ან არა:
-მოგწონს თუ არა ფრაზა ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”?
-არა
-ქართველები ყველაზე კარგად მღერიან?
-არა
-კანონი ბევრჯერ დაგირღვევია?
-კი
-შენი დანაშაული სხვისთვის თუ გადაგიბრალებია?
-კი
-გაგიკეთებია ისეთი რამ, რასაც ვერავის ეტყვი?
-კი
-მწარედ თუ მოგიტყუებია ადამიანი?
-კი
-შენს თავზე თამამად იტყვი, რომ კარგი ადამიანი ხარ?
-კი
-აღსარება ჩაგიბარებია?
-კი
-,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”?
-კი
-ეს ცხოვრება შენთვის რთულია?
-კი
-სიღატაკე გამოგიცდია ცხოვრებაში?
-კი
-სხვებისთვის კარგი ადამიანი უფრო ხარ თუ ცუდი?
-კარგი
-პოლიტიკაში წასვლა, რომ შემოგთავაზონ დაფიქრდები?
-არა
-ღამე, როდესაც წვები, გიფიქრია თუ არა იმაზე, თუ ვის რა ვარგეო?
-კი
-შენი მსმენელის კრიტიკას უპრობლემოდ ხვდები?
-კი
-ფონოგრამაზე ხშირად გიმღერია?
-არა
-ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი, რომ გქონდეს ისევ მომღერალი და მსახიობი იქნები?
-კი
რამდენად პატრიოტი ხარ, გიფიქრია თუ არა საქართველოდან წასვლაზე?
საქართველოდან თუ წავალ, ალბათ დროებით, რადგან ძალიან მიყვარს აქაურობა და რთულია შეველიო ამ ყველაფერს. ძალიან მიყვარს სიმღერა, თუმცა მომღერალს არ ვუწოდებ ჩემ თავს, ძალიან მინდა მიუზიკლში ვცადო ჩემი შესაძლებლობები და ამ მიმართულებით განათლებაც მივიღო. აქედან გამომდინარე ვგეგმავ და ვფიქრობ წავიდე, თუმცა, ეს იქნება დროებითი წასვლა.
ახლა კი დავაპრემიეროთ სიმღერა, სახელწოდებით ,,ვარდები”..
ძალიან ბევრი ვეძებე სიმღერის ავტორი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქურ მოტივებზეა დაწერილი ეს სიმღერა, ამიტომ სამწუხაროდ ავტორს ვერ დავასახელებთ. სიმღერაზე ვიმუშავე სხვადასხვა სტუდიაში, ბოლოს კი ლევან მიქელაძესთან. სატელევიზიო პრემიერა შედგა აკუსტიკაზე, ახლა კი რადიო პრემიერა შედგება თქვენთან. ასევე ვმუშაობ ახალ პროექტზე, მაქვს საავტორო სიმღერა, რომელსაც მალე მოგიტანთ.
გიორგი ცხადაძე – ვარდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ცხადაძე – ვერხვის ფოთოლთა. Live
გიორგი ცხადაძე. “კი ან არა”
გიორგი ცხადაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



