მედიაში არ წყდება ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის დაშორების შესახებ საუბარი. საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ კიტმა თავის სიმღერაში Straight Line, მეუღლესთან გდაშორების შესახებ გარკვეული მინიშნებები გააკეთა.
სიმღერა დამღლელ ცხოვრებასა მოჯადოებულ წრეზე ტრიალისგან გათავისუფლების სურვილზეა.
„დავიღალე, ვიწვი შიგნიდან, არ მინდა უბრალოდ მოძრაობა უაზროდ, მოჯადოებულ წრეში, რომელიც ქვევით გვექაჩება. მინდა უბრალოდ გავიქცე… ამჯერად მართლა“, – მღერის კიტი.
აღსანიშნავია, რომ როცა ურბანმა ტრეკი გასულ წელს წარადგინა, აღნიშნა, რომ ის „სულიერად გამოფიტული და რუტინისგან გადაღლილი ადამიანის შესახებაა, რომელსაც ახალი ცხოვრების დაწყება სურს.
ვიდეო: კიტ ურბანს ნიკოლ კიდმანის სახელის გაგონებაზე სცენაზე „გული წაუვიდა“

