LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა ოსეთი და აფხაზეთი

228
სიმონიანი და პუტინი

„მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა „ჩაძაღლება.“ 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია… მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, – ამ განცხადებით რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „Russia Today“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მაშინ მიმართა, როცა კრემლის ლიდერმა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სიმონიანმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით  გამოსვლისას პუტინს მიმართა და „კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს. დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ ჩვენგან“, – მიმართა სიმონიანმა პუტინს.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – საქმის პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g