LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონიშვილი: იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

115
ნიკა სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები არ აქვს, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამის შესახებ ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს შეხვედრაზე ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა გეგმა, რაც მედიის საშუალებით არაერთხელ მანამდე გააჟღერეს.

დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი – ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ.

დეოლიგარქიზაციისთვის მაინც და მაინც საჭირო არ არის კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ამ რეფორმების ნება დღეს ჩვენ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ, თუმცა, ვნახოთ, სამუშაო პროცესში რა შეიცვლება. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას.

ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება – რა საკითხს განიხილავენ მხარეები

magti 5g