მილა სნედონი, რომელიც ქეით მიდლტონმა 2021 წელს გაიცნო, ახლა ქეით მიდლტონს სიმსივნის დამარცხების გზაზე, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
პატარა გოგონა, რომელიც მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსის დროს გაამხნევა და მასთან მივიდა, ახლა პრინცესას ავადმყოფობით შეწუხებულია და სურს, თავადაც გამოხატოს მხარდაჭერა მის მიმართ.
ცნობილია, რომ მილა ქეითმა ფოტოპროექტით გაიცნო, როცა ის მუშაობდა პროექტზე Hold Still. სწორედ მაშინ პრინცესა მილას ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრას შეჰპირდა.
ჯეიმს მიდლტონი დასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის კადრს გვიზიარებს
ქეით მიდლტონის ავადმყოფობის ფაქტს მილას დედა გამოეხმაურა და ,,ტვიტერზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მილა და მთელი ოაჯახი ღრმად დამწუხრებულია ქეთრინის ავადმყოფობის გამო. დედა ჰყვება, რომ უელსის პრინცესა მათ ტელეფონით ეკონტაქტებოდა, როგორც ქიმიოთერაპიის, ასევე რემისიის პროცესში. საინტერესოა, რომ გოგონაც ლეიკემია სრულად დაამარცხა.
ინტერვიუ ოჯახთან გამოცემა The Mail on Sunday-მაც ჩაწერა, სადაც გოგონას დედა ჰყვება, როგორ სთხოვა მას მილამ ქეითისთვის გასამხნევებელი წერილი გაეგზავნა.