საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე სანტორინი – ცხოველების უფლებებისთვის იბრძვიან. როგორც აღმოჩნდა, სანტორინის ულამაზეს ტერასულ სანაპიროზე გადაადგილების ორი ალტერნატივა არსებობს, ფეხით სიარული ან ვირით გასეირნება. შინაურ ცხოველებს კი გადასაადგილებლად განურჩევლად ზომისა და წონისა, ყველა ტიპის ადამიანი იყენებს.
კუნძულზე ტურისტული სეზონი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, ადგილობრივების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს კი შინაური ცხოველების ტრანსპორტად გამოყენება წარმოადგენს, შესაბამისად ისინი მთელი დღის გამავლობაში, გაუსაძლის სიცხეში, საკვებისა და წყლის გარეშე არ ერიდებიან ვირების დატვირვას. პრობლემა საზოგადოებაში მასობრივმა სიმსუქნის სინდრომმა გაამწვავა. როგორც აღმოჩნდა, წლიდან წლამდე სანტორინის უფრო მეტი მძიმეწონიანი ტურისტი სტუმრობს.
შინაური ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაცია ვირების უფლებების დაცვას ინტერნეტში ინფორმაციის ვირუსულად გავრცელების საშუალებით ცდილობს და (ჰაშთაგ)#DonkeyDefender-ის კამპანიის ფარგლებში ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მოუწოდებს, შეიცოდონ შინაური ცხოველები და არ გამოიყენონ ისინი ტრანსპორტად.
ცხოველთა უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მათ სამუშაო პირობებსაც მკაცრად განსაზღვრავს, საბერძნეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ სტანდარტის გათვალისწინება, როგორც ჩანს, ამ დრომდე არ ხდება.