წინა თაობის მოდელები პოდიუმს ახალ თაობას უთმობენ: კენდალ ჯენერისა და ჯიჯი ჰადიდის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მოდელების რიცხვს 15 წლის კაია გერბერიც შეუერთდა. სინდი კროუფორდის ქალიშვილი ბრენდ „მარკ ჯაკობსის” სახე გახდა.
კომპანიამ კოსმეტიკური ხაზის სარეკლამო კამპანია წარმოადგინა, რომელშიც კაია მონაწილეობს. კამპანიის ავტორი მოდის ფოტოგრაფი დევიდ სიმსია, თავად კოსმეტიკის კოლექცია კი 80-იანი წლების შთაგონებით არის შექმნილი.