LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა

150
bidzina_ivanishvili_magida

სინგაპურის სასამართლომ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა. გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ყოფილი პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

როგორც გადაწყვეტილების ტექსტშია აღნიშნული, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust-მა მოსარჩელეების წინაშე დაარღვია თავისი მოვალეობა, რადგან ვერ უზრუნველყო ტრასტის აქტივების დაცვა. სასამართლოს ცნობით, შესაძლებელია, თანხის მოცულობა შეიცვალოს, რათა თავიდან აიცილოს კომპენსაციის „ორმაგი აღდგენა“ იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

„დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს აჩენს“, – აცხადებენ Credit Suisse-ში და აღნიშნავენ, რომ დავა გაგრძელდება.

მრავალწლიანი დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ცნობისათვის, 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

 

„ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“ – ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა – კიდევ რომელი ქართველი მილიარდერი მოხვდა Forbes-ის სიაში 

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

“იმედგამაცრუებელია, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა” – რა წერილს აქვეყნებენ ივანიშვილის იურისტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g