იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილის იურისტები აცხადებენ, ხშირად, მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაცია უცხოური მედიის მიერ “გადასხვაფერებულად” ქვეყნდება, იბლოკება და ცენზურად ექვემდებარება.
MKD Law-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტ გამოცემები.
მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით.
“ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს” – CS Victims
ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭერის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია, თუნდაც, სულ ახლახან, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა.
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს"
თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით:
„შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“.
დავით კაჭარავა: კარგია, რომ არსებობს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო ამხელა თანხებს გვაძლევს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება შევამციროთ - ისე უნდა განვვითარდეთ, რომ რაგბი ფულის მომტანი გახდეს
„გასულ წელს ქართულმა რაგბიმ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია"
მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა.
დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა.
„ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ გახლავთ“ - ლადო კახაძე
"ოლიგარქი არ შეიძლება ევროპას სხვანაირად ესმოდეს და ჩვენ სხვანაირად გვესმოდეს"
ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე.
საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომელთა გასაჯაროება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში.
მანამდე კი საზოგადოებას უცვლელი სახით ვთავაზობთ იმ ტექსტს, რომელიც მედიამ დაბლოკა და, ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა.
ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
„დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.
[ციტატის დასაწყისი]
როგორ მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავისივე ბანკისა და ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს
საერთაშორისო მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი იმ გლობალური დავის შესახებ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის – ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „კრედიტ სუისს“-ის წინააღმდეგ აწარმოებს. უცნაური და საგულისხმოა, რომ სწორედ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო სისტემაში გათამაშდა იმ მძიმე დანაშაულის ქრონიკა, რომელმაც მასზე თვალდახუჭულად მინდობილ კლიენტს მილიარდიანი ზარალი მიაყენა.
უწინ, ალბათ, ვიფიქრებდით, რომ არათუ „კრედიტ სუისს“-ი, არამედ ნებისმიერი შვეიცარიული, თუ, ზოგადად, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის თავმოყვარე ბანკი და მისი მენეჯმენტი პირველი რასაც ასეთ სიტუაციაში შეეცდებოდა, კლიენტისთვის მობოდიშება და მისი ზიანის ანაზღაურებაზე ზრუნვა იქნებოდა. თუკი თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ თქვენთვის დიდი იმედგაცრუება იქნება იმის გაგება, რომ კლიენტს არც ბოდიში მიუღია, არც ანაზღაურება, არც სათანადო მოპყრობა, არც შვეიცარიული მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არც შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის რაიმე გადამჭრელი მოქმედება. ყველაფერი ზედმიწევნით ამის საწინააღმდეგოდ მოხდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ბატონი ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც – ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა კლიენტის მიერ განთავსებული თანხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბერმუდას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
იმისთვის, რომ სტატიაში მოცემული გარემოებები უკეთ იყოს აღქმადი, მკითხველს მოკლე ექსკურსს შევთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ ხსენებულ დავებს, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ არათუ ახლა, არამედ უკვე მრავალი წელია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი შეგნებულად ანგრევს თავისივე ბანკის იმიჯს, რასაც ეწირება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის და, გნებავთ, სახელმწიფოს რეპუტაციაც – სახელმწიფოსი, რომლის სავიზიტო ბარათი უკვე საუკუნეებია არის დაცული და შეუვალი საბანკო სისტემა – სამოთხე ყველა დეპოზიტარისთვის თუ ინვესტორისთვის.
სწორედ შვეიცარიული საბანკო სისტემის ამგვარმა რეპუტაციამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს 2000-იანების გარიჟრაჟზე, რომ თავისი აქტივების დომინანტური ნაწილი „კრედიტ სუისს“-ში განეთავსებინა. თითქოსდა სად, თუ არა შვეიცარიაში იგრძნობდა თავის ქონებასა და სამკვიდროს დაცულად ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი. სწორედ ამ იმიჯით გამყარებული ზურგით წარსდგა მაშინ ბატონი ივანიშვილის წინაშე ბანკის წარმომადგენელი და შესთავაზა თავისი მარწმუნებელი ბანკი, „კრედიტ სუისს“-ი, როგორც უალტერნატივო არჩევანი. მაშინ ბანკმა კლიენტს თანხის განთავსების სხვადასხვა მეთოდები შეურჩია, რადგან მათივე რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, ამგვარად კლიენტის აქტივები ყველაზე უკეთ იქნებოდა დაცული. სწორედ ბანკის მიერ დაქსელილ სქემებში, სატრასტო სტრუქტურებსა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში უწევს კლიენტსა და მის იურისტებს გარკვევა და თავის დახსნა აწ უკვე 7 წელია. თუმცა, ქსელები ისე მჭიდროდ და რთულად არის აწყობილი, რომ, როგორ ჩანს, კლიენტი მასში რომ აღმოჩნდება, თავის დაღწევა რთული, ხოლო ზოგჯერ – პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები წარმოუდგენელ ხარისხს აღწევს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი არათუ მათთან არსებულ თანხას, არამედ კლიენტის მიერ დავების დაწყების შემდეგ სხვა შვეიცარიულ ბანკში გადატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ დარჩენილ აქტივებსაც კი არ ატანს მას. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ცალკე ვრცლად ეცნობება.
კლიენტისთვის ბანკში მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან საკუთარი აქტივების განკარგვა განიზრახა, თუმცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მანამდე მან თავის ანგარიშებზე კოლოსალური დანაკლისების შესახებ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ბანკის მენეჯმენტი მას 2008 წლიდან მოყოლებული გაყალბებულ რაპორტებს აწვდიდა, სადაც უკვე არარსებული ციფრები იყო „დახატული“. საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ, 2015 წელს, კლიენტის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო.
თუმცა აქ საინტერესო და ხაზგასასმელი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი პირველი არ იყო, ვინც ბანკის წიაღში მიმდინარე დარღვევის შესახებ შეიტყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა დიდი ხნით ადრე და დეტალურად უწყოდა. ახლა იმის შესახებ, თუ საიდან ფლობს კლიენტი ამ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბანკის მენეჯმენტი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა დანაშაულისთვის და დასწრებაზე, მოჩვენებითი პროაქტიულობით მიემართა პროკურატურისთვის, „კრედიტ სუისს“-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მ. FINMA-ს ანგარიში ვრცელი, დაახლოებით, 300-გვერდიანი დოკუმენტია და იგი, დიდწილად, სწორედ ბატონი ივანიშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებს ეხება. მოცულობის გამო, ცხადია, აქ არ შევუდგებით ანგარიშის დეტალურ აღწერას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით: ბატონი ივანიშვილის ანგარიშებზე მასირებული და დანაშაულებრივი შეტევა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ხდებოდა მისი ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული გადარიცხვები, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ინვესტიციები (მათ შორის, საუბარია დასაშვები აქციათა შესყიდვის ლიმიტების რამდენჯერმე გადაჭარბებაზე და სხვა). ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს. იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს. ეს FINMA-ს ანგარიშით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაციაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბანკის მენეჯმენტი წლების განმავლობაში ყველა ღონეს მიმართავდა შვეიცარიის პროკურატურასა და სასამართლოში, რომ FINMA-ს ანგარიში დახურულ დოკუმენტად დარჩენილიყო და მისი გაცნობის უფლება საზოგადოებას არ მისცემოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში „კრედიტ სუისს“-ის მიერ დაზარალებულთა ვებგვერდზე დაიდო, „კრედიტ სუისს“-მა ლონდონის სასამართლოს მიმართა ანგარიშის შესაძლო გამსაჯაროვებელთა წინააღმდეგ. ბანკის მენეჯმენტმა, რომელიც ყველა ეტაპზე ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ისიც კი ვერ ან არ მოისაზრა, რომ ბანკის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის გააფთრებული დაცვა საზოგადოებისგან, წაუკითხავადაც კი პირდაპირი დასტური იყო იმისა, თუ რა გაუგონარი დარღვევები ტრიალებდა ბანკში.
ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მივყავართ მარტივ და ცხად ანალიზამდე: ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა იცოდა იმის შესახებაც, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხების კოლოსალური დანაკლისი იყო. ბანკის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ეს დანაკლისი თავისით ვერ შეივსებოდა. ამის პარალელურად, მენეჯმენტი არათუ ქმედებებისა და შედეგების აღკვეთით არ დაკავებულა, არამედ პრემიებით ახალისებდა დანაშაულის უშუალოდ ჩამდენს და ამით უზრუნველყოდა დანაშაულის წახალისებას. შესაბამისად, მენეჯმენტმა იცოდა ისიც, რომ კლიენტი ადრე თუ გვიან გაიგებდა რეალური მდგომარეობის შესახებ. ამგვარი დანაკარგი დამუდამოდ დაფარული ვერ დარჩებოდა. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მენეჯმენტმა იცოდა, რომ ბატონი ივანიშვილი თავისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას შეეცდებოდა და იმის შესახებაც, რომ ამგვარი გლობალური მასშტაბის დავა უშუალოდ „კრედიტ სუისს“-ისა და მთლიანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნებოდა. გარემოებები და ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი პროცესი იყო, რომელსაც ორი დაზარალებული ჰყავს: პირველი, ცხადია, უშუალოდ კლიენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, ბანკის მენეჯმენტის მცდელობებით დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა თავისი ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილზე და უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს. მაგრამ, მეორე და, შეიძლება მთავარიც, თავად „კრედიტ სუისს“-ი, რომლის რეპუტაციაც დღეს ნულს ქვემოთ არის დაცემული. ეს მაშინ, როდესაც ბანკი და საბანკო სისტემა სხვა არაფერია, თუ არა იმიჯი და ათწლეულების განმავლობაში გამომუავებული ნდობა ბიზნესის, დაპოზიტარებისა და ინვესტორების მხრიდან. სწორედ აქედან ჩანს, რომ ბანკის მენეჯმენტი მოქმედებდა და მოქმედებს თავად „კრედიტ სუისს“-ისა და საბანკო სისტემის ინტერესების წინააღმდეგ, მისი დაზიანების პირდაპირი განზრახვით.
ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება. დღესაც ბანკის მიმდინარე მენეჯმენტის მიერ ხორციელდება არაერთი ენით აღუწერელი და აუხსნელი ქმედება, რომელსაც, ერთი მხრივ, ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, რომელიც სამართლებრივი და საიმიჯო (პიარული) კუთხით უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ ამყოფებს ბანკს. მიმდინარე დავების კვალდაკვალ, ბანკის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული სწორედ ამ აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ აქვს განზრახული ბატონ ივანიშვილს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს კიდეც.
[ციტატის დასასრული].