შესახებ
დათო გომართელი – ქ. თბილისში 1961 წლის 13 თებერვალს დაიბადა.
პირველი მუსიკალური ნაბიჯები მომღერალმა სტუდენტობის ასაკში, უნივერსიტეტის ტრიოში, გადადგა.
მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ქართული, ინგლისური, იტალიური, რუსული და ესპანური. აგრეთვე ასრულებს რუსულ რომანსებსაც.
მომღერალი სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების პოპულარული მონაწილეა, არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული. მისი პოპულარული მეტსახელია – „რემიქსების მეფე“.
მომღერლის დისკოგრაფიაში 8 ალბომი და 20 ვიდეორგოლია.
იგი „ღირსების ორდერის“ მფლობელია. აგრეთვე შესულია ენციკლოპედიაში „თბილისი“.
„რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს ტალღა 2016“ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის დუეტი” ანსამბლ „შვიდკაცსთან” ერთად სიმღერისთვის „პოპური“.
ჯილდოები:
1981 – თანამედროვე სიმღერის ფესტივალი „ბიჭვინთა 81″ (გრან-პრი ჯგუფ “Tree of Desire” თან ერთად)
2000 – ფესტივალი „წლის ჰიტი 2000” – სიმღერებისთვის „გაზაფხული აპრილი”, “გული, გული”, “Night blues”
2000 – ფესტივალი „ზაფხულის ფეირვერკი 2000″, „თანამედროვე სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი”
2000 – ფესტივალი „სიმღერები თბილისზე 2000″
2001 – ფესტივალი „მეგა 2001″, „საუკეთესო იმიჯის მქონე მომღერალი”
2002 – ფესტივალი „ოვაცია 2002″
2003 – ფესტივალი „ოვაცია – 2003
2004 – რადიო ევროპა, გრან-პრი, საუკეთესო ვიდეო
2004 – ფესტივალი – „წლის სიმღერა 2004” , სპეციალური პრიზი – „ქართული ტრადიციული სიმღერები”
2006 – ფესტივალი „ოქროს დისკი 2006″, წლის სიმღერა
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები