LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოდის სხდომა თუ პილატეს სასამართლოს დაემსგავსება, ყველაფერი შესაძლებელია…ბოლო სიტყვას უფალი იტყვის” – მეუფე პეტრე

100
მეუფე

მეუფე პეტრე სინოდის სხდომის დაწყებამდე კომენტარს აკეთებს. „ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ – სასჯელს. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “მთავარ არხს” ჰქონდა ინფორმაცია, როგორ უწოდა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს “არაკაცი”. ამას კი სასულიერო პირების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. 

სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი თემა იქნება , რაზეც სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ყველა იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g