LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის მღვდელმსახური შვილი გარდაცვლილი იპოვეს

500
76184074-2494366440599990-4864752092872441856-n

ეპისკოპოსი იერემია წამალაიძე ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილი ჯანმრთელობას არ უჩიოდა, თუმცა საკუთარ ბინაში უეცრად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ეპისკოპოსი იერემია (იასონ) წამალაიძე 50 წლის იყო. ის სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. აღნიშნული ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არ არის.

იერემია (იასონ) წამალაიძე მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელთმთავარია, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო ეკლესიას გამოეყო. წამალაიძე ახლა დამოუკიდებელი მღვდელია, რომელიც მღვდელმსახურებას საკუთარ სახლში ეწევა და საკუთარი მრევლი ჰყავს.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, 1980-იანი წლებში, როცა ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, მის ოჯახს მუქარის შემცველი შეტყობინება არაერთხელ მიუღია. თუმცა ქრისტეფორე წამალაიძის თქმით, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ეჭვები არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g