LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

75
სინოფარმი

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია. გარკვეული დროით აღნიშნული ვაქცინის დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.

ცნობისთვის, გუშინ საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო.

„სინოფარმის“ რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge..

ამასთან, ამავე ვებ-გვერდზე ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“  ვაქცინებზე.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g