იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ასაკობრივ ზღვრად 18 წელი განისაზღვრა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფრომაციით, ამ პრეპარატით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ფანჯარა დღეს გაიხსნება.
ახლა კლინიკური ჯგუფთან ერთად გაფართოებული სხდომა იგეგმება, სადაც უნდა გაირკვეს დაიწევს თუ არა საკობრივი ზღვარი “ასტრაზენეკას” ვაქცინაციის შემთხვევაში.
რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესის დაწყებისთვის დამატებითი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
ამ დროისთვის ქვეყანაში 40 095 ადამიანია აცრილი.