LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმით” ვაქცინაციის პროცესი ჯანმოს ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყება: NCDC

382
სინოფორმი -

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზა საქართველოშია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, შესაბამისად “სინოფარმით” ვაქცინაციის პროცესი ჯანმოს ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყება.

ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული “სინოფარმის” ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, “სინოფარმი” დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.

magti 5g