“შესაძლოა, მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა “სინოფარმს”, განსახვავებით “ასტრაზენეკასგან”, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი: გაბუნია
გაბუნია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს და განმარტავს, რომ 60 წლის ზემოთ ასაკში “სინოფარმის” ეფექტიანობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია:
“სინოფარმთან” დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს რაიმე შეზღუდვას ასაკთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუბარია, რომ “სინოფარმის” ეფექიანობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში “სინოფარმის” ეფექტიანობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს “სინოფარმს” უპირატესობა, განსახვავებით “ასტრაზენეკასგან”, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ყველაფერზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს.” – თქვა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღეს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება, რათა მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, შერჩეულ დაწესებულებებში ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მუშაობა დასრულდება იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაციის დანერგვას ეხება.
საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ჩამოვიდა