LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ჩამოვიდა

582
სინოფორმი

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა ჩამოვიდა, თუმცა. როგორც გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც “სინოფარმი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, “სინოფარმის” ვაქცინის არჩევნის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტიდან, “ფაიზერის” ვაქცინით აცრა კი 30 მარტიდან დაიწყო.

ჩინური ვაქცინით მოსახლეობის ასაცრელად მზად ვიქნებით, მაგრამ დაველოდებით ჯანმოს მიერ მის აღიარებას – გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g