ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინით ასაცრელად მზად იქნება, მაგრამ ქვეყანა დაელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის აღიარებას.
„სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაყებად ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის ავტორიზაციას. ჩვენ ვსაუბრობთ 2 კვირაზე. დღეს ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს „სინოფარმის“ გამოყენებისთვის, შესაძლოა მოსახლეობამ არჩევანი მასზე გააკეთოს, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ, მაინც ვფქირობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას, რომელიც ავტორიზებულის სტატუსი ექნება და იქნება თანაბარი იმ სხვა ვაქცინებთან, რომელიც დღეს ქვეყანაში გამოიყენება“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ჩინური ვაქცინისთვის სტატუსს მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში.
„განსხვავებული ინფორმაცია ამ თემაზე არ გვაქვს, თუ რამე შეიცვლება, საზოგფადოებას ვაცნობებთ“. – აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, შაბათს დაგეგმილია საქართველოში 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინის შემოტანა.
ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია – გიორგი ფკახაძე