LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა „სინოვაკთან“ ერთად დახმარების სახით 100 800 ცალი შპრიცი გადმოგვცა

58
ჩინური

საქართველომ ჩინეთისგან „სინოვაკის“ ვაქცინის  100 ათასი დოზა მიიღო საჩუქრად. ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი გუშინ ღამით დაეშვა თბილისის აეროპორტში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთმა ვაქცინასთან ერთად შპიცებიც გადმოგვცა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩინური ვაქცინებს უკვე მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყენებენ.

„ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.

ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში გუშინ ღამე ჩამოვიდა.

საქართველომ "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინური ვაქცინა გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი , აზერბაიჯანი და სხვ.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 91 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები