სინოპტიკოსები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. დღეს თბილისში იქნება ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოში კი დღეს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 30-34 გრადუსი იქნება.
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა.
