“სინოვაკით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისს 12:00 საათიდან დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.
“სინოვაკის” ვაქცინით აცრის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ პორტალს – https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქციას კი აღნიშნულ ბმულზე იხილავთ – https://fb.watch/4c2mI8hKtj/
ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა ნებადართულია 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობთ ინფორმაციას, რომელიც “სინოვაკის” ვაქცინის შესახებ უნდა იცოდეთ:
► “სინოვაკის” ვაქცინა “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა;
► ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება;
► ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა “სინოვაკის” ვაქცინა;
► “სინოვაკის” ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევენ.