სიონის ტაძართან ღილაკიანი, ქვეითთათვის განკუთვნილი მოთხოვნითი შუქნიშანი ამოქმედდა.
შუქნიშნისა და ზებრა გადასასვლელის მეშვეობით, ქვეითები სიონის ტაძრიდან მტკვრის გასწვრივ ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადავლენ.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სცნობით, ქვეითებს შესაძლებლობა აქვთ ავტომანქანების შეჩერება ყოველ 1,5 წუთში მოითხოვონ.