სიონის ტბის მიმდებარედ, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იყიდება. ქონების საწყისი ფასი 380 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს არაუმეტეს 60 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმროს შექმნა, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 60 სასტუმრო ნომერს. ამასთან მყიდველი ვალდებულია მოაწყოს არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი, ბუნებრივ/ ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნები, უზრუნველყოს ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვა, გამწვანება, გარე განათების მოწყობა. (აუქციონის დეტალები)
შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.