LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სირცხვილი ყველა იქ მყოფ ჟურნალისტს და ოპერატორს, იქვე რომ არ გასცეს საკადრისი პასუხი, მერამდენედ უნდა მოხდეს ეს?! მერამდენედ უნდა მოგვკლან?!” – თეა ადეიშვილი

1642
თეაადეიშვილი

შენ არ ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე – ირაკლი კობახიძის ამ შეურაცხმყოფელი ფრაზით “მთავარი არხის” ჟურნალისტ ნატალია ჯახუტაშვილს დღეს მიმართა. აღნიშნულ ფაქტს ბევრი დამგმობი და ნაწილი მხარდამჭერიც გამოუჩნდა.

ვიდეო – „შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე“: კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

ამ საკითხს გამოეხმაურა ასევე “მთავარი არსი” ჟურნალისტი და წამყვანი თეა ადეიშვილი. შენ არაფერი დაგაკლდება – ჩვენ ყველას კი, კიდევ ერთხელ – მიმართავს კოლეგას ადეიშვილი.

“არაფერი ეშველება იმ ქვეყანას კობახიძე რომ ამ საღამოსვე არაა გაპანღურებული პოლიტიკური სივრცისგან სამარცხვინო დამღით! სირცხვილი ყველა იქ მყოფ ჟურნალისტს და ოპერატორს იქვე რომ არ გასცეს საკადრისი პასუხი, მერამდენედ უნდა მოხდეს ეს?! მერამდენედ უნდა მოგვკლან?! რა მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ გამოვიყურებით როცა იმას გვეუბნებიან რაც იმ უბინძურესი არაკაცისგან მოვისმინეთ… მაგრამ მაინც, აი ამ გოგოს უთხრა არაქალი ხარ პირი მოიწმინდეო!!! ნატალი, შენ არაფერი დაგაკლდება – ჩვენ ყველას კი, კიდევ ერთხელ!!!”- წერს ადეიშვილი.

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

magti 5g