LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

261
მამუკა მდინარაძე

„10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ“, – ასე აფასებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი განმარტებით, ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, ჟურნალისტი გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდა“.

ვიდეო – „შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე“: კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

„ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს – ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: “თქვენ ღორი ხართ?” ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?…

მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა… მე რომ გითხრათ ახლა: “თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის” – ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე…თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები…

მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g