სირიაში, 19 სექტემბერს, გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის ფაქტს სპეციალური კომისია გამოიძიებს. კომისიას ინდოელი სამხედრო მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს და დეტალურ ანგარიშს მოამზადებს.
მოსკოვი და დამასკო კატეგორიულად უარყოფენ, რომ გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა სწორედ ამ ორი ქვეყნის ავიაციამ დაბომბა.