სირიაში მორიგ საჰაერო იერიშს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალები, დამასკოს მახლობლად მდებარე დეესკალაციის ზონას უკვე მეოთხე დღეა ინტენსიურად ბომბავენ.
მათი განმარტებით, იერიშის შედეგად დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციები განადგურდა. სირიის უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით კი, გახშირებულ საჰაერო თავდასხმებს რეგიონში უკვე 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.