სირიის პროვინცია ჰამაში ავტომანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სააგენტო „სანას“ ცნობით, ტერიტორია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა დანაღმეს. არსებული მონაცემებით, აფეთქება ბადი-ელ-აზიბის რაიონში მოხდა. მანქანაში მუშები იმყოფებოდნენ.