LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის კრიზისი – მაიკ პომპეოს თურქეთთან კომპრომისის მიღწევის იმედი აქვს

1547372982-49811024_2201389176567279_4928889187395960832_o

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს სირიის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთთან კომპრომისის მიღწევის იმედი აქვს. განცხადება ამის შესახებ მაიკ პომპეომ თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

როგორც BBC-ი იუწყება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ყოფნის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ დიპლომატსა და მის თურქ კოლეგას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.

“იმედი მაქვს, სირიაში ქურთი მებრძოლების დაცვასთან დაკავშირებით თურქეთთან შეთანხმებას მიაღწევს” – აღნიშნა მაიკ პომპეომ

საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე რეგიონში სწორედ ქურთი მებრძოლები იყვნენ, მათ კი, ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მთავარი მოკავშირე ქურთი მებრძოლები ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ დაცულები იყვნენ. ამჟამად სირიაში 2 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

ოფიციალური ვაშინგტონის მიზანი სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ ქურთი მებრძოლების დაცვაა. ანკარა კი მათ ტერორისტების მოკავშირეებად მიიჩნევს და დანაყოფის წინააღმდეგ მუდმივად ატარებს სამხედრო ოპერაციებს.

თურქეთის ხელისუფლებამ იდლიბის პროვინციის საზღვართან დამატებითი სამხედრო ტექნიკაც გაგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g