LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლი სისხლის წილ არ არის გამოსავალი, ადამიანის მკვლელობის ყურება არ არის გამოსავალი, 5 დღე დარჩა: მაია ასათიანი

537
asatianimaia (2)

“დღეს ჩვენ ვუყურებთ ლინჩის წესით გასამართლებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა “ტვ პირველის” ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი საზოგადოება აბარებს გამოცდას – ვართ ჩვენ ადამიანები თუ ბრბო, რომელსაც სწყურია სისხლი.

დღეს ჩვენ ვუყურებთ ლინჩის წესით გასამართლებას. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო, ახლა თვითონ არის ჯალათი, იმიტომ რომ უყურებს სააკაშვილის ნელ მკვლელობას. უბრალოდ უყურებს, მოკვდება სააკაშვილი თუ გაძლებს.

იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც თავის დროზე დაზარალდა იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თქვენნა 9 წლიანმა რეჯიმმა..

სისხლი სისხლის წილ არ არის გამოსავალი, ადამიანის მკვლელობის ყურება არ არის გამოსავალი. 5 დღე დარჩა, ადამიანი ვერ ძლებს საკვების გარეშე 40 დღეზე მეტ ხანს.

ის რომ მიირთმევდეს საკვებს, ამ კადრებს ხომ აჩვენებდნენ. მრცხვენია ასეთი სახელმწიფოსი”, – განაცხადა მაია ასათიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g