LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სითი მოლი 14 წლისაა – ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი

1052
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ₾).

აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება როგორც სითი მოლი საბურთალოს, ასევე სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. თანხა კი 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ შორის:

  • 30 ოქტომბერსSOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ
  • 31 ოქტომბერს – PLUS ბარათით, მინიმუმ 50 ლარის გადახდისას, მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 20 000 ქულა).

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება იმავე დღეს. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g