LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ გავძლევს: გამყრელიძე

116
FORTUNA.GE- (2)

“იანვრის განმავლობაში, გაფართოებულ ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან არ მუშაობს ტრანსპორტი, მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან. ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რადგან ამ ხნის განმავლობაში, იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალი. ტესტირება ჩატარედება სასურსათო ბაზრობაზე და ზოგადად, გაფართოებული ტესტირება იქნება ერთ-ერთი მიმართულება თანდათანობით ეკონომიკის გახსნის.” – საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ გავძლევს და ყველა რეგულაცია უნდა გაგრძელდეს დიდხანს:

“ჩვენ გვაქვს 538 ახალი შემთხვევა. ასეთი ვარდნა ძირითადად დაკავშირებულია შაბათ-კვირას ტესტირების შემცირებასთან, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.მაგრამ, ზოგადად, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში. ყველა ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია შვიდდღიან ინციდენტობასთან, საშუალო ინციდენტობასთან, 14-დღიან ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. ანუ ახალი შემთხვევების განვითარების მრუდს რომ შეხედავთ და გადაიყვანთ მას 100 ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ უკვე ქვემოთ მოვდივართ.” – თქვა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ დეკემბრის დასაწყისში, ერთ მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე იყო ევროპაში, ეს მაჩვენებელი შეიცვალა და უკვე ჩამოსულია მერვე ადგილზე:

“ინფიცირების დადებითობის პროცენტი ქვეყანაში იკლებს. ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო დადებითობის პროცენტი გვქონდა 28-29% პროცენტი, დღეს ის ჩამოსულია 13.5% პროცენტზე. ეს მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება.
ასევე თუ შეადარებთ ზარებს ცხელ ხაზზე და 112-ზე, ნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ნაკლები მიმართვიანობაა ასევე პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს ჩვენ არ გვაძლევს, რადგან სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა იმ პროგნოზებზეც ისაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან ერთად კეთდება და მისი თქმით, თუ რეგულაციების დაცვას გავაგრძელებთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი:

“იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ყოველდღიური შემთხვევა. ეს იქნება იმ შემთხვევების რაოდენობა, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც გამოავლენს, ეს იქნება 800-900, რასაც ვერ – 600-700. მაგრამ თუ მოვუშვით შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მაშინ მაჩვენებელი იანვრის ბოლომდე შეიძლება ავიდეს 5 000-ზე.
ამავე დროს, ჩვენ დღეს ასული ვართ პირბადის ტარების 70%-ზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვინდა 95%. თუ ავედით ამ მაჩვენებეზე, მაშინ ჩვენ იანვრის ბოლოს ყოველდღიური მაჩვენებელი რასაც სისტემა დაიჭერს და ვერ დაიჭერს, გვექნება 728-ის ფარგლებში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ქმით, დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. სახელმწიფო მუშაობს კოვაქს-პლათფორმაზე, უკვე იდენტიფიცირებულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც აიცრებიან. ასევე აქტიურად მუშაობს საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს.

magti 5g