LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაციის განმუხტვისთვის საჭიროა რურუა და მელია გათავისუფლდნენ: ეკა გიგაური

114
ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტრომა მასთან ერთად სხადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გიგაურის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუტვის გარდა, შეხვედრაზე ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი საკითხები – დემოკრატიული რეფორმები პროკურატურაში, კორუფციის აღმოფხვრა და სასამართლო სისტემის თემები განიხილეს.

“იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ სამომავლოდ ეს არ დაგვაზღვევს  იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და სისტემამ სწორდ იმუშაოს,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ოპოზიციაში.

“ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი და ფუნქცია პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩეული იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს თუ გენერალური პროკურორი. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა.

აქ არის საუბარი, ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება. დანიელსონი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს უკვე შეხვდა, მიმდინარე შეხვედრა კი არასამთავრობო სექტორთან გამართა.

 

magti 5g