LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვა გამწარებაც არაფერია დედი ისე მტკივა უშენობა.. თვალწინ მომიკვდი დედი – ყველგან გეძახი, მაგრამ პასუხი არ მესმის.. დამიბრუნდი“ – იტალიის ქალაქ ნეაპოლში 37 წლის ემიგრანტი, ნათია ქადარია გარდაიცვალა

882
ნათია ქადარია.

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 37 წლის ემიგრანტი, ნათია ქადარია დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის შვილის, მაიკო წულაიას პოსტიდან ირკვევა, ოპერაციის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი თრომბით გარდაიცვალა.

დედის გარდაცვალებას ნათია ქადარიას შვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:

„ჩემი ცხოვრება დეე ჩემო ერთადერთო.. რით გამოვხატო უშენობით გამოწვეული ტკივილი დედი.. ყველას გული ატკინე, ყველა იზიარებს ჩვენს ტკივილს დედი, მაგრამ ჩემს ტკივილის გაზიარებას ვერავინ შეძლებს დედი ცამდე მენატრებიიი..

სულ გციოდა დედი, ერთი საათი ვერ ძლებდი დედი სიცივეში, ეხლა როგორი გაცივებული ხარ დედი და სამუდამოდ უნდა დაგტოვოთ სიცივეში დეეე… წლები გაივლის დედა შეიძლება გავიცინოთ დედი, მაგრამ საშინლად დაგვაკლდები დეე ჩვენ აწი გვჭირდებოდა დედა დედი..

შუა გზაში მიმატოვეთ დეე .. რატომ დედიკო რატო მომიკალი გული.. შენი შვილები რატო არ შეიცოდე დედიი.. ოღონდ აქ მყავდე დეე შენს გაყინულ ხელებს გაგითბობდი დედიი..

ჩემი გული ხომ იცოდი დე, ხომ იცოდი როგორი გამწარებული ვიქნებოდი დე.. სიტყვა გამწარებაც არაფერია დედი ისე მტკივა უშენობა დე.. თვალწინ მომიკვდი დედი..

ოპერაცია გადაიტანე დედი და თრომბმა რა გიქნა დე 1 წუთის განმავლობაში.. გული მიკვდება დეე დამიბრუნდი გთხოვ დედიი..“

„დედი როგორ დავიჯერო რომ არ მყავხარ დე.. დამირეკე და შენი ხმა გამაგონე დედი.. მითხარი რომ ცუდად იყავი და გეძინა.. თავი სიზმარში მგონია, რომელშიც ვერასოდეს გავიღვიძებ.. ჩემი უსაშველო ტკივილი ხარ დე!

ბებიამ ცხოვრება გრძელდებაო დედი და თქვენც გაიზრდებითო, მაგრამ უშენოდ სიმწრით გავიზრდებით დეე.. ყველგან გეძახი მაგრამ პასუხი არ მესმის.. დამიბრუნდი დეედიიი“. – წერს მაიკო წულაია.

ჩემი ცხოვრება დეე ჩემო ერთადერთო 💔😭 რით გამოვხატო უშენობით გამოწვეული ტკივილი დედი 💔😭 ყველას გული ატკინე, ყველა იზიარებს…

Posted by Maiko Tsulaia on Monday, 11 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g