LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

113
ძარცვა იტალიაში

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში, კერძოდ კი, რომში ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

იტალიური გამოცემის ცნობით, შეტყობინება პოლიციაში გამთენიისას შევიდა – 112-ში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და თქვა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ორი ადამიანის სილუეტი შენიშნა.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტეს, რის შემდეგაც ორი ადამიანის დაკავება შეძლეს. 34 და 39 წლის ბრალდებულებს ჩხრეკისას ხელთათმანები, ხრახნი და საკეტი აღმოუჩინეს.

დადგინდა, რომ დაკავებულებმა ორი ბინა გაძარცვეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება – საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები