LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი – „ჰოგვორტსში დაბრუნების“ პირველი „თიზერი“ გავრცელდა

174
page

სიურპრიზები გრძელდება, პანდემიისგან დაპაუზებული მსოფლიო კინემატოგრაფია იღვიძებს. როგორც ცნობილია, „ჰარი პოტერის“ სამყარო 20 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს და სპეციალურ ფილმს, „ჰოგვორტსში დაბრუნება“ უშვებს.

ვიდეო: დაბრუნება „ჰოგვორტსში“ 20 წლის შემდეგ – „ჰარი პოტერის“ ლეგენდარულ ტრიო ერთიანდება

დიდი დაბრუნება – ფილმში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სამივე მსახიობი ითამაშებს

HBO Max-მა ახლახან ახალი თიზერი გაავრცელა. მოკლე ვიდეოში მსახიობები რობი კოლტრეინი (ჰაგრიდი) და მეთიუ ლიუისი (ნევილ ლონგბოტომი) იღებენ წერილებს „ჰოგვორტსის“ ემბლემით, მარკ უილიამსი (არტურ უიზლი) კი მატარებელში ჯდება. ვიდეოში „ჰარი პოტერის“ სხვა მსახიობებიც ჩნდებიან, რომლებიც პლატფორმისკენ 9¾-ზე მიემართებიან. ცნობისთვის, ფილმი ეკრანებზე 2022 წლის 1-ელ იანვარს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები